“ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის"
2019 წლის 29 იანვარს, ყვარელში, სასტუმრო "ყვარლის ედემში" პროექტის “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის" (EUWI+) პროექტის ფარგლებში დაინტერესბულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება
საკონსულტაციო შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი დაინტერესებულ მხარეების 50-მდე წარმომადგენელი დაესწრება მდინარე ალაზანი/იორის აუზის მართვის გეგმის შუალედურ შედეგებს განიხილავენ.
ერთდღიანი ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან ალაზანი იორის აუზის მართვის გეგმის შემუშავების შუალედურ შედეგებს: ალაზანი/იორის წყლის ობიექტების დელინიაციის, აუზის დახასიათების და ზეწოლა&ზემოქმედების ანგარიშებს.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, გამოთქვან კრიტიკული მოსაზრებები და წინადადებები წარმოდგენილ ანგარიშებზე.
შეხვედრისთვის მომზადდა თემატური რეზიუმე რომლის გადმოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან:
http://www.rec-caucasus.org/files/publications/pub_1548063609.pdf
კონტექსტი:
2016 წლის სექტემბერში დაწყებული ოთხწლიანი პროექტი - „ევროკავშირის წყლის ინიციატივა აღმოსავლეთის პარტნიორობისათვის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა, რომელსაც ევროკავშირი წყლის სექტორში ახორციელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. იგი მხარს უჭერს ექვს პარტნიორ ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა), მიუსადაგონ თავიანთი კანონმდებლობა ევროკავშირის პოლიტიკას წყლის მართვის სფეროში, ტრანსსასაზღვრო მდინარეებზე აქცენტირებით. იგი მხარს უჭერს პარტნიორ ქვეყნებში წყლის სექტორის რეფორმების გრძელვადიანი ხედვის განვითარებას. პროექტი ხორციელდება ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) და ევროკავშირის ქვეყნების კონსორციუმის მიერ რომელიც აერთიანებს ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოსა (ავსტრია) და საფრანგეთის წყლის საერთაშორისო სამსახურს (საფრანგეთი).
ფონური ინფორმაცია:
საკონტაქტო ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
- პროგრამის მენეჯერს - იანიკ პოჩონს, წლის საერთაშორისო ინსტიტუტი, საფრანგეთი
- EUWI+ East პროექტის წარმომადგენელს საქართველოში - ზურაბ ჯინჭარაძეს
zurab.jincharadze@euwipluseast.eu
Twitter handle: @EUenvironment
@EUinGeorgia