DMO-,visit kakheti” -ს პრეზენტაცია.

14 თებერვალი, 2019

                                                                                                                                                                                       

   დედოფლისწყაროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მალხაზ ჭრელაშვილმა პროექტი ,, DMO-,visit kakheti” წარუდგინა. 
პროექტის პრეზენტაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დაესწრნენ. 
,, DMO-,visit kakheti” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს.

გააზიარე