საქველმოქმედო აქცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში

5 თებერვალი, 2019

                                                                                                                                                                                     

 

   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ტანსაცმელი და საბავშვო წიგნები გადაეცა.
განსაკუთრებულად დაბალი ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს ჰუმანიტარული ტვირთი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, მაია კვეზერელთან ერთად პირადად დაურიგეს.
ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტთან 2010 წლიდან თანამშრომლობს

გააზიარე