მაჩხაანის რეზერვუარზე მიმდინარე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

14 მარტი, 2019

                                                                                                                                                                                  

 

   სოფელ ზემო მაჩხაანში წყლის ცენტრალურ რეზერვუარზე მიმდინარე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. 
რეაბილიტაციის პროცესი დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დაათვალიერა. 
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სოფლის მოსახლეობას სასმელი წყალი თანაბრად გადაუნაწილდება და მიწოდების ხარისხი გაუმჯობესდება .

გააზიარე