დამოუკიდებლობის დღე დედოფლისწყაროში

26 May, 2019

                                                                                                                        

  დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ,,პურის , ღვინისა და ფოლკლორის“ ფესტივალი , რომელიც ქ. დედოფლისწყაროში გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა ტრადიციული სუფრა და ფოლკლორი წარმოადგინეს. ფესტივალის პარალელურად გაიმართა სპორტული აქტივობებიც. ფესტივალზე დედოფლისწყაროელმა მეწარმეებმა წარმოდგინეს მათ მიერ შექმნილი პროდუქცია .
ღონისძიებას ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი კაპანაძე, მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი და დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელი მალხაზ ლომსიანიძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრნენ.

გააზიარე