სომხეთის ელჩი დედოფლისწყაროში
სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან , დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ელჩი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობის უმთავრეს პრობლემებს სოფელში საბავშვო ბაღის არარსებობა, სოფელთან მისასვლელი გზა და ზამთარში შეშის დეფიციტი წარმოადგენს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, სამივე პრობლემის მოგვარება დაწყებულია . უახლოეს მომავალში აშენდება საბავშო ბაგა-ბაღი და შევა ბუნებრივი აირი, სოფელთან მისასვლელი შიდა საავტომობილო გზის მშენებლობაც ახლო მომავალში იგეგმება.