მირზაანში შეკერილი პირბადეები მოწყვლად ჯგუფებს უფასოდ გადაეცემა

16 April, 2020

                                                                                                                        

  მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში დედოფლისწყაროს „LAG“- მა და პროექტმა „PROCEED“ ინფექციის გადაცემის რისკების შემცირებისა და პირბადეების წარმოების შემცირების მიზნით ადგილობრივი საწარმოებისთვის მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს, „ლაგ“-ის საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, გრანტის მიმღებად მცირე მეწარმე „ქეთევან გურგენიძე“ (მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო სახელოსნო) დასახელდა.
სახელოსნო ჯამში 5 000 ერთეულ პირბადეს შეკერავს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას გადასცემს.
ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით მონასტრის დედების მიერ შეკერილ სამედიცინო ნიღბებს მერია მოხალისეებს და მოწყვლად ჯგუფებს საჩუქრად დაურიგებს.პირბადეებთან ერთად მოსახლეობას მისი მოხმარების ინსტრუქციაც გადაეცემა, რომელიც მსოფლის ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებზე დაყრდნობით შემუშავდა.

გააზიარე