თავწყაროს დასახლებაში მოსახლეობას ფქვილი დაურიგდა

13 April, 2020

                                                                                                                       

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მეწარმეებთან ერთად მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვების პროდუქტების დარიგებას აგრძელებს.
შეჭირვებული ოჯახებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ფქვილი ამჯერად ავთანდილ კონცელიძემ გადასცა.
ფქვილი თავწყაროს დასახლების მცხოვრებლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ოზაანში მერის წარმომადგენელთან, ვანო ბენაშვილთან ერთად დაურიგა.
აქციით თავწყაროს ოცდაექვსივე ოჯახმა ისარგებლა.

გააზიარე