სიკეთე გადამდებია

9 April, 2020

                                                                                                              

დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან, კობა ქურციკიშვილთან და მერის წარმომადგენელთან, აკაკი თარაშვილთან ერთად სოფელ მირზაანში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს ფქვილი დაურიგეს.
ხელმოკლე თანამემამულეების დასახმარებლად 64 ტომარა ფქვილი ადგილობრივ ხელისუფლებას ნუგზარ ალუღიშვილმა გადასცა.
დარიგების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ მოხალისეთა ჯგუფებიც.
მოწყვლადი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება მომავალშიც გაგრძელდება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგლობრივი ხელისუფლება მეწარმეებთან ერთად სასურსათო კალათას კიდევ არაერთ შეჭირვებულ ოჯახს გადასცემს.

გააზიარე