დედოფლისწყაროს შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი- ქ. დედოფლისწყარო მუნიციპალიტეტის ერთადერთი ქალაქია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 13 სოფელი : ზემო მაჩხაანი, მირზაანი, არბოშიკი, გამარჯვება, ოზაანი, ხორნაბუჯი, სამრეკლო, ზემო ქედი, არხილოს კალო, ქვემო ქედი, სამთაწყარო, ფიროსმანი და საბათლო. ასევე, 2 მცირე დასახლება - თავწყარო (ოზაანის ტერიტორიული ორგანო) და ჭოეთი (ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანო) .