ახალი გზა
არხილოსკალო-სამთაწყაროს საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, კობა ქურციკიშვილთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში არხილოსკალო-სამთაწყაროს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.