დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი
დედოფლისწყაროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 101 წლის აღნიშვნა კულტურის სახლის სცენაზე გაგრძელდა, სადაც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან, თამარ თამაზაშვილთან ერთად ,,პურის, ღვინისა და ფოლკლორის“ ფესტივალში გამარჯვებულები დაჯილდოვა.
გალა-კონცერტზე დიპლომებით დაჯილდოვდენენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი სპორტისა და ახალგაზრდობის მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდებიც.