დედოფლისწყაროში დედამიწის დღე აღინიშნა

23 April, 2018

                                                                                   

დედამიწის დღესთან დაკავშირებით  22 აპრილს , დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერიის , საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებმა მიიღეს. აქციის ფარგლებში გაიწმინდა ქ. დედოფლისწყაროს ცენტრალურ ნაწილში არსებული რეკრეაციული ზონები. 
დასუფთავებისა და გამწვანების აქციები კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის კოორდინირებით მოეწყო და მასში მონაწილეობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა მიიღო. 
დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება და მასში მსოფლიოს 193 ყვეყანაზე მეტი მონაწილეობს. წლევანდელი გზავნილი პლასტსმასის ნარჩენების შესამცირებლად მსოფლიოს მობილიზებაა.

გააზიარე