ევროკავშირი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი საგრანტო პროგრამის განხორციელებას გეგმავს.

2 სექტემბერი, 2019

                                                                                                                  

ევროკავშირი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი საგრანტო პროგრამის განხორციელებას გეგმავს.

,,გაეროს განვითარების პროგრამის“ კოორდინატორები გიორგი ციმინტია და ივანე შამუგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ ჯანიაშვილს შეხვდნენ და პროექტის დეტალები გააცნეს.

,,დედოფლისწყარო აგრონომიული მუნიციპალიტეტია.  ჩვენთან კარგადაა განვითარებული ტრადიციული სოფლის მეურნეობის კულტურები, მაგრამ, მოგეხსენებათ,  ბევრად ვართ დამოკიდებული გარემო პირობებზე.  შესაბამისად, ნებისმიერი სიახლე, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს, მნიშვნელოვანია.“-განაცხადა შეხვედრაზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

ახალი საგრანტო პროგრამა წლის ბოლომდე დაიწყება და   ტურიზმისა და  გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელდება.

  პროგრამაში გამარჯვებული პროექტები 300 000 ლარით დაფინანსდებიან.

   კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

გააზიარე