გამარჯვებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

2 ივლისი, 2020

                                                                                                                                        

        დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, პავლე თავაძესთან და გამარჯვებაში მერის წარმომადგენელთან ზვიად ზვიადაურთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინა-ბეტონის ანაკრები ღარი, ამ ეტაპზე კი აღნიშნული გზის სრული მონაკვეთის მოასფალტება მიმდინარეობს.
სამუშაოები უახლლოეს დღეებში დასრულდება, მისი ღირებულება 317 608 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს ასევე სოფელ ზემო მაჩხაანსა და ქ. დედოფლისწყაროში, ხოლო უახლოეს პერიოდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვემო ქედში, სამრეკლოსა და არბოშიკი დაიწყება.

 
გააზიარე