მერია სოციალურად დაუცველ დათუკიშვილების ოჯახს დაეხმარა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი სოფელ არბოშიკს ეწვია და მერის წარმომადგენელთნ, მურად ელაშვილთან და საკრებულოს წევრ არსენ ბაღაშვილთან ერთად დათუკიშვილების სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა.
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ნინო და გელა დათუკიშვილებს საკვები პროდუქტები მიუტანა, მათ პრობლემებს გაეცნო და უახლოეს მომავალში მოგვარებას შეპირდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია საქველმოქმედო აქციებს პერმანენტულად ატარებს. მერის განცხადებით, აქცია ერთჯერადი არ არის და მერია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვას მომავალშიც აქტირად გააგრძელებს.