მერმა წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა

10 May, 2019

                                                                                                                                                                                                                           

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ქართული გალობისა და ხალხურის სიმღერის სკოლის მოსწავლეები მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. 
სკოლის ფოლკლორული ანსამბლი 2018 წელს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალ ,,ოქროს დელფინის“ გრან-პრის მფლობელი გახდა, სხვადასხვა წლებში კი ბავშვთა და ახალგაზრდულ საგუნდო კოლექტივების კონკურსებში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოიპოვა.
მოსწავლეები ასევე აქტიურად და წარმატებით გამოდიან დედოფლისწყაროში გამართულ ღონისძიებებზე. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სკოლის დირექტორს სოფიო მაჭარაშვილს, ანსამბლის ხელმძღვანელს გელა გველუკაშვილს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მონდომებისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მისივე განცხადებით, მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ახალგაზრდები მათ მიერვე შერჩეული მარშრუტით 2 დღიან ექსკურსიაზე გაემგზავრებიან. 
შეხვედრაზე ანსამბლის წევრებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დაფასებისათვის მადლობა გადაუხადეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

გააზიარე