მერმა გამარჯვების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორთან, ეთერ დავითაშვილთან ერთად დაათვალიერა.
მერის განცხადებით , სკოლის რეაბილიტაცია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (Millennium Challenge Corporation – MCC) მიერ საქართველოს მთავრობისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სოფლის ახალგაზრდები კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში განათლების მიღებას მალე შეძლებენ.