მოქალაქეთა მიღების დღე მერიაში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღე გაიმართა. მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა თითოეული მოქალაქის პრობლემა მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურეობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დოდო ხუნაშვილთან ერთად განიხილა და მათ მყისიერ რეაგირებას შეჰპირდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს ყოველი კვირის ორშაბათს მართავს.