მორიგი საქველმოქმედო აქცია ხორნბუჯსა და ჭოეთის დასახლებაში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო ღონისძიებები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სოფელ ხორნაბუჯში მერის წარმომადგენელთან, მერაბ მაძღარაშვილთან და სკრებულოს წევრთან, გიორგი გოგილაშვილთან ერთად ხორნაბუჯისა და ჭოეთის დასახლების შეჭირვებულ ოჯახებს ფქვილი დაურიგა.
ნუგზარ ალუღიშვილის შემოწირულობა სოფელ ხორნბუჯში 34, ხოლო ჭოეთის დასახლებაში 26 ოჯახს გადაეცა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მეწარმეებთან ერთად საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გააგრძელებს.