მოსახლეობასთან შეხვედრები ზემო მაჩხაანში, მირზაანსა და არბოშიკში

30 იანვარი, 2020

                                                                                                                        

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების განსაზღვრის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. პროგრამის ფარგლებში სოფლის საერთო კრებები დღეს ზემო მაჩხაანში, მირზაანსა და არბოშიკში გაიმართა, სადაც მოსახლეობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი შეხვდა.
პროგრამით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხვალ სოფელ სამრეკლოსა და თავწყაროს დასახლების მცხოვრებლები შეარჩევენ.

გააზიარე