მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათებების მონტაჟი გრძელდება
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გარე განათების მონტაჟი გრძელდება. მიმდინარე სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტყის მერმა სოფელ გამარჯვებაში დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 19 848 ლარს შეადგენს და მომავალ კვირას დასრულდება.
გარე განთების მოწყობის სამუშაოები სოფელ ხორნბუჯსა და სოფელ ზემო ქედშიც მიმდინარეობს, ხოლო სამთაწყაროში გასულ კვირას დასრულდა.
წელს ჩვენი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ქუჩების გასანათებლად 290 936 ლარი დაიხარჯება.