ნიკოლოზ ჯანიაშვილი არბოშიკსა და ხორნაბუჯში

15 ივლისი, 2019

                                                                                                                 

   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გოჩა სამუკაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილი და გოჩა სამუკაშვილი არბოშიკსა და ხორნაბუჯში იმყოფებოდნენ , სადაც ამჟამად სანიღვრე არხების გაწმენდა მიმდინარეობს. სამუშაოების ნაწილი კი დასრულებულია. დასრულებულია სევე ხორნაბუჯში, ე. წ. ,,ატეკის წყლის“ ტერიტორიის წყლის ნავის და გამტარი ხევის გაწმენდაც.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აქტიურ რეჟიმში განახორციელებს, რაც შესრულებული სამუშაოების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

გააზიარე