ნიკოლოზ ჯანიაშვილი გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა

15 May, 2018

                                                                                    

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლის მურნეობაში არსებული მდგომარეობა მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა , მერის მოადგილემ მალხაზ მერაბიშვილმა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა სამუკაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებს რუსუდან ქობალიას , მატიე რუვერსა და გიორგი ანდღულაძეს გააცნეს. 
გაეროს წარმომადგენლები დედოფლისწყაროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ. ENPARD III-ის მიზანი ( გაეროსა და ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ერთობლივი პროგრამა ) საქართველოს მუნიციპალიტეტებისათვის ევროპული გამოცდილების გაზიარება და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთობლივი პროგრამების განხორციელებაა. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა , მალხაზ მერაბიშვილმა და გოჩა სამუკაშვილმა აღნიშნეს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებობს მარცვლეული კულტურის მოყვანის დიდი გამოცდილება და ხელშეწყობის პირობებში არსებული მოსავლიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს გააჩნია არატრადიციული მარცვლეული კულტურის განვითარების დიდი პოტენციალიც. 
ასევე აღინიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში გატარებული რეფორმებისა და, შესაბამისად, თვალსაჩინო წინსვლის მიუხედავად, პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს და ამ მიმართულებით ევროპული გამოცდილების გაზიარება და მატერიალური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. 
FAO წარმომადგენლის, მატიე რუვერის განცხადებით , დედოფლისწყაროს სოფლის მეურნეობის განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია და , შესაბამისად, ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების სწორად დაგეგმვა მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გააზიარე