ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში 26 მაისისადმი მიძღვნილ , ღონისძიებას დაესწრო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში 26 მაისისადმი მიძღვნილ , ღონისძიებას დაესწრო. საღამოზე შემოქმედებითი წრის აღსაზრდელებმა მხატვრული ნაწარმოებები წაიკითხეს, პატარა ვირტუოზებმა კი მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში შეკრებილ საზოგადოებას ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მიმართა, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მიიწვია.