იუმორისა და სიმღერის საღამო დედოფლისწყაროში.

15 თებერვალი, 2019

                                                                                                                                                                               

     დედოფლისწყაროს კულტურის სახლში იუმორისა და სიმღერის საღამო გაიმართა. 
თელავის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი და ტელესახე პაატა გულიაშვილი და ქართული ესტრადის მომღერლი ნინო ძოწენიძე დედოფლისწყაროელი მაყურებლის წინაშე მხატვრული, იუმორისტული და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. 
დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მიმართა და მირქმის დღესასწაული მიულოცა.
კონცერტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით ჩატარდა.

გააზიარე