,,პურის , ღვინისა და ფოლკლორის“ ფესტივალი

28 May, 2018

                                                                                                  

დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა ,,პურის , ღვინისა და ფოლკლორის“ ფესტივალი , რომელიც დედოფლისწყაროში გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეული ტრადიციული სუფრითა და ფოლკლორით წარდგა. ფესტივალის პარალელურად გაიმართა ხალხური რეწვისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სპორტული აქტივობები: ბაგირის გადაწევა, მკლავჭიდი, შეჯიბრი სწრაფ ჭადრაკში, მარათონი , ქართული ჭიდაობა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენა. ასევე წარმოდგენილი იყო დედოფლისწყაროს ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქცია .

 

გააზიარე