საკრებულო და აპარატი

  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  არის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“   შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის  განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.

   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულო შედგება  პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული   28 წევრისაგან,   რომელთაგან  15 წევრი არჩეულია პროპორციული, ხოლო 13 წევრი - მაჟორიტარული წესით.

 საკრებულოში მოქმედებს  ხუთი კომისია: იურიდიულ საკითხთა,  საფინანსო-საბიუჯეტო ,  სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა , ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა  და სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების.

  ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ (თავმჯდომარე დავით ალუღიშვილი) , ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი), „ქართული ოცნება - მრეწველები“ (თავმჯდომარე მამუკა სეფიაშვილი)
და „ქართული ოცნება - კონსერვატორები “ (თავმჯდომარე ალექსანდრე პაპაჩაშვილი).

  დედოფლისწყაროს საკრებულოს  აპარტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ  და  ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოს ორგანიზაციულ საქმიანობას.  მათ შორის:  საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას  და  დახმარებას უწევს  საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში,  მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მოქალაქეთა ურთიერთობას  საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.

საკრებულოს აპარატი 2  სტრუქტურული ერთეულისგან შედგება: საორგანიზაციო და საქმისწარმოებისა და  იურიდიული განყოფილებისგან. .აპარატის საქმიანობას    საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დანიშნული 11 თანამშრომელი უზრუნველყოფს. 

 

 

 

გააზიარე