საკრებულოს მორიგი სხდომა

27 April, 2018

   

                                                                                                 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის ხელმძღვანობით დღეს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. ხდომას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 
საკრებულომ კენჭი უყარა და დაამტკიცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის N1 დადგენილების ცვლილებებს. ცვლილებების თანახმად, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 1, 118 905 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ 6 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. აღნიშნული თანხა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში დღევანდელ სხდომაზე აისახა. 
ინფრასტრუქტურული პროექტები დამატებით 348 900 ლარით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დაფინანსდება. 
დღევანდელ სხდომაზე ძალადაკარგულად გამოცხადდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტი. კერძოდ, საკრებულოს მიერ სხვადასხვა წლებში მიღებული 10 დადგენილება. 
დღესვე, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის N 49 დადგენილებაში . ასევე, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2009 წლის 13 თებერვლის N 7 დადგენილება და დამტკიცდა ახალი. 
დღევანდელ მორიგ სხდომაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ფრაქცია ,,პატრიოტების“ შექმნის შესახებ. საკრებულოს ახალ ფრაქციას არხილოსკალოს მაჟორიტარი შალვა ხორნაული უხელმძღვანელებს.

გააზიარე