საკრებულოს სხდომა

13 April, 2018

                                                                                   

                                          

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს. სხდომას მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. საკრებულომ იმსჯელა და ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლებიც , კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ,საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებებში შევიდა. ასევე, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3-ე პუნქტის, და 61-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცებას. იგივე ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესიც. დღევანდელ სხდომაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებება, რომელიც სსიპ ქ. დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის სახურავის, სველი წერტილებისა და ფოიეს სართულშუა გადახურვის ფილების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

გააზიარე