საკრებულოს სხდომა

27 May, 2018

           

                                                                                     

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებების მისაღებად კენჭი უყარა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. საკრებულომ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შექმნის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის #43 განკარგულებაში ცვლილება შეიტანა და ბიურო ჩამოყალიბდა შემდეგი შემადგენლობით: 1. ნუგზარ პაპიაშვილი - საკრებულოს თავმჯდომარე; 2. გოჩა სამუკაშვილი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 3. ჯემალ კოტაშვილი - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე; 4. მიხეილ ბახუტაშვილი- სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე; 5. გივი გიგაური - ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; 6. ნიკოლოზ ხუციშვილი - სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე; 7. გიორგი გოგილაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომისის თავმჯდომარე; 8. დავით ალუღიშვილი - ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე; 9. ლევან ბაღაშვილი - ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე. 10. მამუკა სეფიაშვილი - ფრაქციის „ქართული ოცნება-მრეწველები“ თავმჯდომარე; 11. ალექსანდრე პაპაჩაშვილი - ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ თავმჯდომარე; 12. შალვა ხორნაული - ფრაქციის „პატრიოტები“ თავმჯდომარე.“ სხდომაზე მისმინეს და დადებითად შეაფასეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნისხის ცვლილებების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება დაევალა მერიის პირველად სრტუქტურულ ერთეულს - ადმინისტრაციული და შეყიდვების სამსახურს. საშტატო ნუსხის ცვლილების განხორციელებამდე, ვებგვერდის ადმინისტრირებას ახდენდა მუნუციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი და შესაბამისად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულებას საკრებულოს თავმჯდომრის წარდგინებით ამტკიცებდა საკრებულო, ვინაიდან ვებგვერდის ადმინისტრირება დაევალა მერიის პირველად სრტუქტურულ ერთეულს - ადმინისტრაციული და შეყიდვების სამსახურს, შესაბამისად , დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცება უნდა მოხდეს მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. აქედან გამომდინარე, საკრებულომ კენჭი უყარა და დაამტკიცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ახალი დებულება. ცვლილება შევიდა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N36 დადგენილებაშიც. ასევე, საკრებულომ იმსჯელა და ხმათა უმრავლესობით ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N37 დადგენილებაში .

გააზიარე