საკრებულოს სხდომა

29 ივნისი, 2018

                                                                                            

  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს . სხდომას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოლომონ ღორაშვილი და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 
საკრებულომ კენჭი უყარა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, წყლის სისტემის რეაბილიტაციის 73, 2 ათასი ლარით გაიზარდა. ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია გაიზარდა 157, 6 ათასი ლარით, საკანალიზაციო სანიაღვრე სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცისათვის ბიუჯეტიდან დამატებით 100, 2 ათასი ლარი გამოიყო, გარე განათებისათვის 70, 5 ათასი ლარი, კეთილმოწყობის ღონისძიებებისათვის 114, 4 ათასი ლარი, სპორტული მოედნებისა და დარბაზებისათვის კი 58, 5 ათასი ლარი და სხვა. ჯამში, ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი 500, 0 ათასი ლარით გაიზარდა. საბიუჯეტო ცვლელებები საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
სხდომაზე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცვლილებები შეიტანა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში . 
საკრებულომ კენჭი უყარა და ძალადაკარგულად გამოაცხადა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივითვი თვითმმართველოების ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს2018 წლის 27 აპრილის N44 დადგენილება .
სხდომის გადაწყვეტილებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. დედოფლისწყაროში ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 46 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით გადასცეს ა(ა)იპ ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრს 

გააზიარე