სამუშაო შეხვედრა მერიაში

27 აგვისტო, 2019

                                                                                                                      

 მერიაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯნიაშვილის ხელმძღვანელობით ტრადიციული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა თათბირზე მერის წარმომადგენლებთან, სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენები განიხილა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ,,რთველი-2019“-ის სამზადისს, რის შესახებაც მერმა დეტალური ინფორმაცია მერის წარმომადგენლებისგან მიიღო. 
თათბირსე ასევე მუნიციპალიტეტისსაბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ახალ სასწავლო წელს ყველა სააღმზრდელო დაწესებულება ღირსეულად შეხვდება და ჩვენს პატარებს საუკეთესო პირობებს შეუქმნის. 
აღინიშნა ისიც, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წარმატებით ხორციელდება C პატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგი.
ტრადიციულ ყოველკვირეულ თათბირზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს. ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერის წარმომადგენლებს მონიტორინგის პროცესში მეტი აქტიურობისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

გააზიარე