შეხვედრა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.

17 ივლისი, 2018

                                                                                             

ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების კავშირის (SMO CR ), უცხოური განვითარების თანამშრომლობის მეწარმეთა პლატფორმის (PPZRS) ხელმძღვანელი პირები და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დირექტორის მოადგილე ნათია ღვინაშვილი კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს კაჭრეთში შეხვდნენ. 
შეხვედრის მოდერატორმა, ა(ა)იპ „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო“–ს (KRDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მალხაზ ჭრელაშვილმა და 
ნათია ღვინაშვილმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებაში ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე მალხაზ ჭრელაშვილმა კახეთის რეგიონში განსახორციელებელი და განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელიც ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის განვითარებას, 
ღონისძიებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უცხოელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება ევროინტეგრაციის გზაზე მდგარი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 
შეხვედრა სასმელი და მარაგი წყლის ეკოლოგიური მართვის, ასევე სანიტარული მომსახურებისა და აღნიშნული სერვისების ეფექტიანობის განხილვით გაგრძელდა. 
დასასრულს დისკუსია გაიმართა, სადაც მხარეებმა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და მისი განხორციელების გზებზე ისაუბრეს.

გააზიარე