სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები დაიწყო

22 იანვარი, 2019

                                                                                                               

 

          სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები ზემო ქედში, არხილოსკალოსა და ქვემო ქედში ჩატარდა. შეხვედრებზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა , მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილმა და მერის წარმომადგენლებმა პროგრამის მნიშვნელობასა და სიახლეებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თითოეული სოფლისათვის განსაზღვრული თანხები გაორმაგდა, რასაც ასევე დაემატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები. ეს კი თითოეულ სოფელში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალებას მოგვცემს. 
შეხვედრებზე ა მოსახლეობამ საკუთარი მოსაზრებები ღიად დააფიქსირა და ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა. მათი გადაწყვეტილებით, პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: 
ზემოქედი- რეკრეაციული ზონის მოწყობა და ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მონტაჟი, საქონლის გადასასვლელი გზის მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა.
არხილოსკალო-სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვა, სოფლიდან მინდორში გასასვლელი გზების რეაბილიტაცია.
ქვემო ქედი: სასაფლაოს მოწესრიგება, სოფლის ცენტრში არსებული ვაჟა-ფშაველას ძეგლის რეკონსრუქცია და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა.

გააზიარე