ზემო მაჩხაანის სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

19 აგვისტო, 2019

                                                                                                                

   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გოჩა სამუკაშვილთან ერთად სოფელ ზემო მაჩაანს ეწვია. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და გოჩა სამუკაშვილმა სოფლის მშენებარე სკოლა დაათვალიერეს და ადგილზე მომუშავე პერსონალს გაესაუბრნენ.
ზემო მაჩხაანის ამინისტრაციულ ერთეულში ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დედოფლისწყაროს ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარე