ზემო მაჩხაანში ალოობა მიმდინარეობს

6 ივლისი, 2018

                                                           

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან და ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, გიორგი იაკობიშვილთან ერთად მოსავლის აღების პროცესს სოფელ ზემო მაჩხაანის პატარა მთის ტერიტორიაზე დაესწრო, სადაც მათი სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთებია განთავსებული . 
აღინიშნა, რომ მაჩხაანელებს ალოობის ჩატარებაში ტექნიკის სიმცირე აფერხებდათ. პრობლემა კი მას შემდეგ მოგვარდა, რაც შპს ,,მექანიზატორმა “ იქ დამატებითი კომბაინი გაგზავნა. 
მაჩხაანელებმა ნიკოლოზ ჯანიაშვილსა და მალხაზ მერაბიშვილს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ფერმერებისათვის ხელისუფლების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია.

გააზიარე